“- გათა***ბულო, წადი და დაწერე განცხადება თუ დანაშაულს ჩავდივარ…- მემუქრები?” – სოციალურ ქსელში სკანდალური კადრები ვრცელდება
სოციალურ ქსელში მოქალაქე თიკო კვალიაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კვარიათში, ძაღლზე სავარაუდო ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მისი თქმით, მოქალაქემ დაინახა, როგორ ურტყამდა კაცი დაბმულ კავკასიურ ნაგაზს. პოსტის ავტორი ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს ძაღლისთვის წარსულშიც მიუყენებია დაზიანება.
„პოლიცია გამოიძახეს, თუმცა, მათი თქმით, შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა. არსებობს საფრთხე, რომ ძაღლი მოკლან,“ – წერს თიკო კვალიაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცხოველთა დამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
წყარო: palitravideo.ge
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



