ძირითად კონტენტზე გადასვლა
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ნია იმნაძის ბიძა კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს

ნია იმნაძის ბიძა ლუკას ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს.

“Meta-ს (Facebook – ის მფლობელი კომპანია ) ოფიციალური წესით, Messenger-ში გაგზავნილი შეტყობინების რედაქტირება შესაძლებელია მხოლოდ გაგზავნიდან 15 წუთის განმავლობაში. ეს შეტყობინება გაგზავნილია 23 იანვარს. დღეს 12 აგვისტოა.

იანვარში გაგზავნილ შეტყობინების დღეს ჩასწორება შეუძლებელია, ვერც ვერავინ შეცვლის ტექსტს და მით უმეტეს, შვიდი თვის შემდეგ ვერ “ჩამატებ” მას ძველ მიმოწერაში. ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაადამოწმოს ამ წამსვე. გაგზავნეთ მესიჯი და სცადეთ მისი edit (რედაქტირება) 15 წუთის შემდეგ. ჩემი მიმოწერიდან კი 7 თვეზე მეტია გასული.

არავინ არაფერს გედავებათ ქალბატონო ეკა… არც მაშინ და არც ეხლა, მხოლოდ ჭეშმარიტ სამართალს ვითხოვთ და სხვას არაფერს. თქვენვე გამომიქვეყნეთ ეს მესიჯები, და იძულებული გავხდი სრულად დამედო, თორემ ამას ვერასდროს ვერავინ ნახავდა. პატივისცემით როგორც ყოველთვის…” – წერს ლუკას ნავროზაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

58 პუბლიკაცია ყველა სტატია