ძირითად კონტენტზე გადასვლა
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ საქმეში, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია. ვიღაცის ინტერესში შედიოდა რომ მიჩქმალულიყო გამოძიება

12 წლის შემდეგ ფაქტების აღდგენა არის რთული. თუმცა, მე ნამდვილად მჯერა, რომ თუ გამოძიება ეფექტურად იმუშავებს, საზოგადოების დახმარებით ყველანი შევძლებთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების გაცემას. წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, რომ თითქოს ჩამოწვა მეწყერი და თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად წინ მივდივართ აღნიშნულ საქმეში, მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია. ჩემი შეფასებით ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა რომ მიჩქმალულიყო გამოძიება. გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები. არ დადგენილიყო ჭეშმარიტება და დაფარულიყო სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. რაც შეეხება იმ ვიდეოს რომელიც ჩვენ გავასაჯაროვეთ… გამოკითხული არის ის პიროვნება რომელმაც გადაიღო, რომელმაც ატვირთა YouTube-ზე ის ვიდეო. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვიდეოს შინაარსი თავდაყირა აყენებს ძალიან ბევრ საკითხს და ეწინააღმდეგება მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს შინაარსობრივად. საჭიროებს დამატებით შესწავლას“ – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ TV პირველთან ინტერვიუში.

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

61 პუბლიკაცია ყველა სტატია