ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

“სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. მეწყერის ვერსია გამორიცხულია. შსს-მ რამდენიმე დღეში გააკეთა იმდენი, რამდენიც 12 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა.
გამოძიება გრძელდება სხვა ვერსიების გადასამოწმებლად! ჭაც შემოწმდა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ: საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი, სამაშველო სამსახური და კრიმინალური პოლიცია.
ობიექტურობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ სამივე სამსახურმა პროფესიონალურად იმუშავა.
გამოძიება გრძელდება და წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი” – ნათქვამია ტარიელ კაკაბაძის განცხადებაში.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს.

წყარო: ​palitravideo.ge/

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

86 პუბლიკაცია ყველა სტატია