ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

”დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, ოჯახის ერთადერთი შვილია” – რას ამბობს დაღუპულის ახლობელი

ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილავოს მკვიდრი დავით კაკულიაა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია “ინფო მარტვილი” ავრცელებს.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ახალგაზრდა ავტომობილში დაიწვა. მისი თქმით, გარდაცვლილის დედა ემიგრაციაში იმყოფება.

“დედა ემიგრაციაში ჰყავდა, საშინელი ტრაგედია ტრიალებს, გლოვობს მთელი მარტვილი. ბიჭი მანქანაში ჩაიწვა, საშინელება მოხდა. ოჯახის ერთადერთი შვილია“ – აცხადებს ოჯახის ახლობელი “ინფო მარტვილთან” საუბარში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

93 პუბლიკაცია ყველა სტატია