ძირითად კონტენტზე გადასვლა
შაბათი, 15 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

დატბორილი ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – რა ხდებოდა თბილისში წუხელ და რა განცხადებას აქვეყნებს თბილისის მერია არსებულ ვითარებაზე

თბი­ლის­ში უხვმა ნა­ლექ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას, მათ შო­რის, გმირ­თა მო­ე­დან­ზე, სა­დაც ძლი­ე­რი წვი­მის ფონ­ზე გზა­ზე წყა­ლი მო­ე­დი­ნე­ბო­და.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი თბი­ლი­სის და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, სა­დაც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ქუ­ჩე­ბის დატ­ბორ­ვის შე­სა­ხებ წე­რენ, მათ შო­რის წყნეთ­ში.

  • დე­და­ქა­ლაქ­ში მო­სუ­ლი უხვი და ინ­ტენ­სი­უ­რი ნა­ლე­ქის შე­დე­გად შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე თბი­ლი­სის მე­რია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მე­რი­ის თა­ნახ­მად, ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ძლი­ე­რი წვი­მის შე­დე­გად, და­იტ­ბო­რა ქუ­ჩე­ბი, სარ­და­ფე­ბი, მეტ­რო­სად­გუ­რე­ბი – “რუს­თა­ვე­ლი” და “ვაჟა-ფშა­ვე­ლა”.

მე­რია აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ნა­ლე­ქი იყო თა­მა­რაშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე.

“სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში, ჩი­ქო­ვა­ნის ქუ­ჩა­ზე და­ზი­ან­და გაზ­სა­დე­ნი მილი, რის გა­მოც მოხ­და მიმ­დე­ბა­რე კორ­პუს­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია. ამ წუ­თებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ქსე­ლის აღ­დგე­ნა.

სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, ასე­ვე, დე­და­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნუ­ლი გამ­გე­ო­ბე­ბი.

“თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის” მიერ იწ­მინ­დე­ბა გზე­ბი და წეს­რიგ­დე­ბა ქუ­ჩე­ბი.

ყვე­ლა პრობ­ლე­მურ მო­ნაკ­ვეთ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია.

ცხელ ხაზ­ზე შე­მო­სულ ზა­რებ­ზე ხდე­ბა მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხე­ლი ხა­ზით – 0322 722222″, – წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

100 პუბლიკაცია ყველა სტატია