რას წერს ზურა სიხარულიძე დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით – “სულ ველოდებოდი ოფიციალურ განცხადებას და იმედი მქონდა, რომ ამ ახალგაზრდა აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნარკოტიკი არ აღმოჩნდებოდა”
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:
“სულ ველოდებოდი ოფიციალურ განცხადებას და იმედი მქონდა, რომ ამ ახალგაზრდა აფხაზი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნარკოტიკი არ აღმოჩნდებოდა.
სამწუხაროდ, ნარკოტიკული ნივთიერების არსებობაზე არის საუბარი .მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც წლებია ვამბობ: ზედოზირების დროს ადამიანის მიტოვება შეიძლება მკვლელობად იქცეს.
ხალხო, გაიგეთ!!! ამ ქვეყანაში მიმოქცევაშია დაბინძურებული და უმძიმესი ნარკოტიკები. არავინ იცის, რას ყიდულობს და რეალურად რას მოიხმარს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ნივთიერების საშიში ნარევი, რომლის მიღებამ უმძიმესი გართულება ან სიკვდილი გამოიწვიოს და ამ ყველაფრის ფონზე რა ხდება?დახმარების სისტემა დაინგრა. ადამიანები ქუჩაში რჩებიან. ოჯახებს აღარ აქვთ სათანადო მხარდაჭერა.
ზედოზირების დროს კი თითოეული წუთი გადამწყვეტია და ამ დროს ეს ხელისუფლება პრაქტიკულად არაფერს აკეთებს! ნარკოპოლიტიკა მხოლოდ დასჯა, დაჭერა და ციხე არ არის.
ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა უნდა იყოს სახელმწიფოს მთავარი ამოცანა. თუ ადამიანს ზედოზირების ნიშნები აქვს — არ მიატოვოთ! არ დატოვოთ მარტო! არ მიატოვოთ !! არ მიატოვოთ!! არ მიატოვოთ !! დარეკეთ 112-ზე! ერთმა ზარმა შეიძლება ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. არ მიატოვოთ ადამიანი მაშინ, როცა მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია! ეს შეიძლება ხვალ თქვენი შვილი, მეგობარი, ოჯახის წევრი ან თქვენივე ახლობელი იყოს, – წერს ზურა სიხარულიძე.
პოლიციამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება
წყარო: palitravideo.ge
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



