ძირითად კონტენტზე გადასვლა
ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

გურიაში, მკვლელობაში ბრალდებულის სახლი, გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმა სრულად გაანადგურეს – ვრცელდება შიდა კადრები

ნასაკირალში, პენსიონერის წამებით მკვლელობაში ბრალდებული გოგიტა ელიაძის სახლი, გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმა სრულად გაანადგურეს.

ელიაძეს, გუშინ, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულმა, პროცესზე, დუმილი დაარღვია და მხოლოდ ის თქვა, რომ დანაშაული, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები ედავებიან, არ ჩაუდენია.

პროკურორების თქმით, ბრალდებულმა დანითა და სპეციალური ხელთათმანებით, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, ფანჯრიდან შეაღწია გარდაცვლილის სახლში და მას რამდენიმე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

პროცესზე ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება გასული წლის აგვისტოში დაიწყო, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, გოგიტა ელიაძე მარგო ზოიძეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. პროკურორების განცხადებით, საქმეში არაერთი მტკიცებულება, მათ შორის დნმ დევს.
კადრებს სოციალურ ქსელში ნატო გოგელია ავრცელებს.

წყარო: ​palitravideo.ge

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

313 პუბლიკაცია ყველა სტატია