Uncategorized
Journalist
ტრაგედია დატრიალდა: საწყობში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – დეტალები
1 წთ კითხვა
822
თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ქოჯაეილიში, პარფიუმერიის საწყობში გაჩენილ ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ქალაქ დილოვასის პარფიუმერიის საწყობში ხანძარი დღეს დილით გაჩნდა.
ქოჯაეილის გუბერნატორის, ილჰამ აქთაშის განცხადებით, ხანძრის შესახებ შეტყობინების შემოსვლისთანავე ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მივიდნენ. ხანძრის მიზეზი დაუდგენელია. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი დილოვასი სტამბოლიდან, დაახლოებით, 70 კილომეტრში მდებარეობს. ის სამრეწველო ქალაქია, სადაც ბევრი საწყობი და ქარხანაა.
ავტორი
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
347 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



