კონსტანტინე გამსახურდია დაოჯახდა – ვინ არის ქალი, რომელზეც ქაშვეთის ტაძარში ჯვარი დაიწერა?
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, დიპლომატმა და მეცნიერმა კონსტანტინე გამსახურდიამ ჯვარი დაიწერა. მისი რჩეული ნუცა გამსახურდიაა, რომელიც მეუღლის გვარს ატარებს.
წყვილის ჯვრისწერა ქაშვეთის ტაძარში გაიმართა. როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ცერემონია ვიწრო წრეში ჩატარდა. მას მხოლოდ რამდენიმე მეგობარი, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. პირადი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიას საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია.
მათი გაცნობის ისტორია პარიზს უკავშირდება. ორივე მათგანი თავიანთი სამსახურებიდან მივლინებით იმყოფებოდნენ საფრანგეთში.
სწორედ იქ გადაიკვეთა მათი გზები. პროფესიული საქმიანობით დაწყებული ნაცნობობა წლების შემდეგ ქორწინებით დაგვირგვინდა. განაგრძეთ კითხვა.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ




კომენტარები
კომენტარები აწესრიგდება რედაქციის მიერ. შეურაცხმყოფელი შინაარსი წაიშლება.