Uncategorized
Journalist
გაგვიფრინდა ჩვენი ანგელოზი”- ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1 წთ კითხვა
859
გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილ 14 წლის მარიამ წიკლაურს თანაგუნდელები ემშვიდობებიან
გაგვიფრინდა ჩვენი პატარა ანგელოზი. აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომელიც მოუთმენლად ელოდა ფრენბურთის ვარჯიშის დაწყებას.
სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის გადმოსაცემად. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. სპორტსკოლისა და ფრენბურთელების სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.
ავტოსაგზაო შემთხვევა 5 სექტემბერს მოხდა. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა.
დაშავებული გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

ავტორი
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
357 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



