ძირითად კონტენტზე გადასვლა
ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ტრაგედია დატრიალდა: რა გახდა 22 წლის სილამაზის დედოფლის გარდაცვალების მიზეზი

“მის ავ­სტრია 2024“-ის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი, 22 წლის ლუ­ჩია სი­სი­ჩი გარ­და­იც­ვა­ლა. ახალ­გაზ­რდა სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბას ებ­რძო­და. სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია ორ­გა­ნი­ზა­ცია Mission Austria-მ ოფი­ცი­ა­ლურ Facebook-გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სამ­ძიმ­რის წე­რი­ლით და­ა­დას­ტუ­რა.

სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი ამ ეტაპ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის. ლუ­ჩია სი­სიჩ­მა “მის ავ­სტრი­ის“ ტი­ტუ­ლი 2024 წელს მო­ი­პო­ვა და რად­გან შემ­დგო­მი კონ­კურ­სი ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ის მოქ­მე­დი ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლად რჩე­ბო­და.

ლუ­ჩია სი­სი­ჩი ღიად სა­უბ­რობ­და სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. 2024 წელს მან Instagram-ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პე­დი­ატ­რი­ულ სა­მე­დი­ცი­ნო გუნდს, რო­მე­ლიც მას­ზე ბავ­შვო­ბა­ში ზრუ­ნავ­და.

“სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სა და თავ­და­დე­ბუ­ლი ექი­მე­ბის წყა­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი უზარ­მა­ზა­რი ძა­ლის­ხმე­ვით ხე­ლახ­ლა გა­და­არ­ჩენ­დნენ ხოლ­მე ჩემს სი­ცო­ცხლეს, დავძლიე უამ­რა­ვი მძი­მე მო­მენ­ტი და შევ­ძე­ლი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა“, – წერ­და ის. სი­სიჩს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე 7 ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და.

წყა­რო

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

360 პუბლიკაცია ყველა სტატია