უჩხუბიათ, სადღეგრძელოს დროს ფეხზე არ ამდგარა, გამოიყვანეს გარეთ და ყელის არეში მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა – რას ყვებიან თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის შესახებ
ლოტკინის დასახლებაში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე ჯამში 4 პირია დაკავებული, მათ შორის ორი, სავარაუდოდ, შეუტყობინებლობის ბრალდებით – ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
- თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ასევე ერთი 18 წელს მიუღწეველი პირი დააკავეს.
ამ დროისთვის, დიღმის მთავარ სამმართველოში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს.
“პირველებმა” გაარკვია, რომ ერთ-ერთ “დრაივზე” არასრულწლოვნები ღამით დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ადგილზე ათამდე პირი იმყოფებოდა, მათ შორის დაპირისპირება სადღეგრძელოს დროს დაიწყო, როდესაც წინასწარი ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ფეხზე არ წამოდგა.
როგორც ირკვევა, არასრულწლოვანს ჭრილობები ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
პატარა ბიჭები ყოფილან, უჩხუბიათ, პატრულმა გაიარა დაუსიგნალა და მშვიდობა არისო უფროსოო უთხრეს და ცოტა ხანში, გარბოდნენ ყველა ერთად. გოგოებს ეგონათ, რომ იჩხუბეს და გარბოდნენ, სინამდვილეში ყელი გამოსჭრეს ბავშვს და დაუგდიათ და თვითონ ისინი გაიქცნენ. ეტყობა მშობლები ეძებდნენ რომ არ მივიდა სახლში და იპოვეს გამთენიისას.
მამა ყოფილა, ტიროდა, ახალგაზრდა ბიჭებიც, მეგობრებიც, მაგრამ ვინ იპოვა არ ვიცი,” – გვეუბნებიან ადგილზე.
ადგილზე მყოფი პირი, პირველებს” ეუბნება, რომ საგამოძიებო უწყებამ კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.
ვიდეო: https://youtu.be/ryK9QpBGcBk
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



