ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, გაუმაძღარ ბიჭს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა
საბერძნეთში ქართველი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ვასო ლომსაძეს გული გაუჩერდა.
„გარდაიცვალა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ვასო ლომსაძე.
ეს არის ტკივილი, რომელსაც არც სახელი აქვს, არც საწყისი და არც დასასრული, ტკივილი, რომელიც მიწიდან იწყება და ზეცას უერთდება. ვზივარ თავზარდაცემული, გაყინული, იმ ტკივილს განვიცდი, რომელმაც წაართვა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი და ბედნიერი შვილი დედას და მამას. სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები, ალბათ იქ, სადაც არ არსებობს დრო, იქ, სადაც მარადიული სიცოცხლეა… იქ, სადაც ბევრი ჩვენიანია… გულში ჩაგიკრავენ, მოგიშუშებენ შენს ნაიარევს. დედამიწაზე ამ ნაიარევს არც ერთი წამალი არ შველის… გამოინახება რაიმე სანუგეშებელი სიტყვები შენი დედისთვის?“, – წერს სიხარულიძე.
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



