“11 წელი ვიტარებდი ქიმიოთერაპიას სიმსივნის გამო, რომელიც აღმოჩნდა, რომ არასოდეს მქონია” – 33 წლის ასაკში, ორი შვილის დედამ გაიგო, რომ მას მცდარი დიაგნოზი დაუსვეს
ბეკი ჯონსი 21 წლის იყო, როდესაც უთხრეს, რომ ტვინის აგრესიული სიმსივნე ჰქონდა და სიცოცხლისთვის მხოლოდ რამდენიმე თვე რჩებოდა. მოულოდნელად კი მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა – ექიმებმა ხანგრძლივი ქიმიოთერაპია დაუნიშნეს.
ახლა, 33 წლის ასაკში, ორი შვილის დედამ გაიგო, რომ მას ტვინის კიბო არასდროს ჰქონია.ბეკი ჯონსი იმ 40-ზე მეტ პაციენტს შორისაა, რომლებიც კოვენტრისა და უორვიკშირის საუნივერსიტეტო საავადმყოფოების NHS Trust-ს უჩივიან. პაციენტები აცხადებენ, რომ მათ წლების განმავლობაში არასაჭირო ან ზედმეტად ხანგრძლივი კიბოს მკურნალობა უტარდებოდათ.
“მეუბნებოდნენ, რომ ქიმიოთერაპიის გარეშე მოვკვდებოდი“, – ამბობს ჯონსი.
2012 წელს, ბეკის ძლიერი შაკიკი დაეწყო და ექიმებს მიმართა. მოგვიანებით კი ტვინის ბიოფსია ჩაუტარდა.
მისი ადვოკატის, ფიონა ტინსლის განცხადებით, კონსულტანტმა, პროფესორმა იან ბრაუნმა, ბიოფსიის საბოლოო შედეგების მიღებამდე მას მეოთხე ხარისხის გლიობლასტომის დიაგნოზი დაუსვა — ტვინის კიბოს ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ფორმა. განაგრძეთ კითხვა>>>
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



