გურამ დადიანიძე ლომისაზე დაკარგვის შემდგომ დაბრუნდა…“ – რა მოულოდნელი ინფორმაცია მიაწოდა ახალმა მოწმემ ადვოკატებს და რა მოხდა შემდგომ?
ეს ადამიანი [ახალი მოწმე] ექსკურსიის მონაწილე არ არის, თუმცა ის ესაუბრა ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთ პიროვნებას და მიაწოდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, თურმე გურამ დადიანიძე ლომისაზე დაკარგვის შემდგომ დაბრუნდა და მერე ისევ გაუჩინარდა“, – ამის შესახებ 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებულიგურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნუცა თოფურიამ „ტვ პირველს“ განუცხადა.ადვოკატის თქმით, გურამ დადიანიძის ოჯახი და ადვოკატები იმედოვნებენ, რომ აღნიშნულ პიროვნებას გამოჰკითხავენ.„[ახალი მოწმე] ეს ადამიანი ექსკურსიის მონაწილე, როგორც ასეთი, არ არის, თუმცა ის ესაუბრა ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთ პიროვნებას, მიაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, სავარაუდოდ – და ეს ჩვენთვის გაუგებარია – თურმე გურამ დადიანიძე ლომისაზე დაკარგვის შემდგომ დაბრუნდა და მერე ისევგაუჩინარდა.ბუნებრივია, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი გამოძიებას მივაწოდეთ და იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად დაიბარებენ და გამოკითხავენ… ვიცით, რომ გარკვეული სახის ინფორმაციას ფლობს, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის მეზობელია, იმედი გვაქვს, რომ ეს მოწმე გამოიკითხება“, –განუცხადა ადვოკატმა ნუცა თოფურიამ „ტვ პირველს“.
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



