საკვებით დაგვიწამლეს ბავშვები. თბილისის კლინიკები გადაივსო ბაღის ბავშვებით
თბილისის რამდენიმე საჯარო საბავშვო ბაღის მშობლები ბავშვების მასობრივ ინტოქსიკაციაზე საუბრობენ. როგორც ისინი მთავარს უყვებიან, ღამით საავადმყოფოებში მოზარდები პირღებინებითა და მუცლის ტკივილით შეიყვანეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე ბაღი დღეს დილიდან დაიკეტა. მშობლებს არ აქვთ პასუხი, რას შეიძლება გამოეწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა. მათივე ინფორმაციით, მოწამლულია 20-ზე მეტი ბავშვი. რაც შეეხება ბაღებს, საიდანაც ბავშვები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს, როგორც მშობლები ამბობენ, მათ შორისაა, თბილისის 109-ე, 124 -ე, 46 -ე, 121-ე, 79-ე, 22-ე, 59-ე საბავშვო ბაღები
“დაგვიწამლეს საკვებით ბავშვები. მწვავე ინტოქსიკაციით მთელი ღამე სასწრაფოებს გადაჰყავდათ ბავშვები კლინიკებში. ჩართულია პოლიცია და კონტროლის სხვა ორგანოებიც. ჩემი შვილიშვილი, 4 წლის, გამთენიისას დამძიმდა და გადაიყვანეს ბოკერიას კლინიკაში. 109-ე ბაღი. მასიური მოწამვლის ფაქტია” | წერს მთავარს მოქალაქე
“ვაზისუბნის თითქმის ყველა საბავშვო ბაღში მასობრივად ცუდად გახდნენ ბავშვები მას შემდეგ, რაც ბაღში ხორცი ჭამეს. სიმპტომები ჰგავს სერიოზულ საკვებისმიერ ინტოქსიკაციას (მოწამვლას) და ამ დროისთვის ბაღები დაკეტილია. ოფიციალურად ცდილობენ ვითარების მიჩქმალვას და ამბობენ, თითქოს “ენტეროვირუსია”, თუმცა მშობლებს გვაქვს სერიოზული ეჭვი და საფუძველი, რომ მიზეზი უხარისხო საკვებია” | მოგვწერა კიდევ ერთმა მოქალაქემ
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



