ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ბაგა-ბაღის დირექტორი, რომლის აღსაზრდელებიც მოიწამლნენ, კომენტარს აკეთებს

ბაგა-ბაღებში მასიური ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა. ისინი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

სააღმზრდელო დაწესებულებებსა და ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების ობიექტებში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისფაქტზე.

ბაგა-ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში რისკების დაზღვევის მიზნით შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის, მარინა კობაჩიშვილისგანცხადებით, ბაღში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მას შემდეგ შევიდა, რაც აღსაზრდელები მშობლებმა ბაღიდან გაიყვანეს.

“ჩვენთან ეს ინფორმაცია მოვიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი აღსაზრდელები გაიყვანეს საბავშვო ბაღიდან მშობლებმა. ეტაპობრივად შემოდიოდა ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვებს აღენიშნებოდათ გულისრევა და ფაღარათი. სურსათის უვნებლობის სამსახურია შემოსული ამ ეტაპზე და მიმდინარეობს იმ პროდუქტების გატანა ბაღიდან, რა პროდუქტებიც იქნა გუშინ მოხმარებული, რათა ჩაუტარდეთ ექსპერტიზა ამ პროდუქტებს”, – აცხადებს თბილისის №109 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი მარინა კობაჩიშვილი.

წყარო: primetime.ge

ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=1090912550182466

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

450 პუბლიკაცია ყველა სტატია