Uncategorized
Journalist
დაღუპულების ვინაობა ცნობილია – სიღნაღში მომხდარი ავარიის დეტალები
1 წთ კითხვა
1 ათ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გივი ღვინიაშვილი და ზაზა გუჯიაშვილი ემსხვერპლნენ.
გარდაცვლილები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნიდან არიან.
თვითმხილველების ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანთან „ფორდის“ სატვირთო ავტომობილში ხელის ტრაქტორს ათავსებდნენ, რა დროსაც მათ „მერსედესის“ სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
შეჯახების შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში არიან მოთავსებულები.
მათ მძიმე ტრავმები აქვთ მიღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ავტორი
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
487 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



