ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ავტობუსი რამდენიმე მანქანას შეეჯახა – უმძიმეს ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 34 დაშავდა, მათ შორის არიან ტურისტები

იტალიური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელსაც ტურისტები მარმორეს ჩანჩქერის მიმართულებით გადაჰყავდა, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ფურგონს შეეჯახა. ავარიაში ასევე სამი მსუბუქი ავტომობილიც მონაწილეობდა.

დაღუპულთა შორის არიან ავტობუსის ორი მძღოლი და ორი მგზავრი. ცნობილია, რომ ავტობუსში შემთხვევის დროს სულ 20 ადამიანი იმყოფებოდა. კიდევ ორი დაღუპული ფურგონში მგზავრობდა. ისინი ტურისტები იყვნენ, რომლებიც ტერნის რაიონიდან ბრუნდებოდნენ.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, ხოლო უვნებლად გადარჩენილებს ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიათ.

შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმეს ტერნის საგზაო პოლიცია რიეტის საგზაო პოლიციის მხარდაჭერით იძიებს.

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

13 პუბლიკაცია ყველა სტატია