ძირითად კონტენტზე გადასვლა
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

„ახლა ვრცელდება ცნობა, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს…“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის შესახებ ადვოკატი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს

12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.

„ახალი გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან, 12 წლის განმავლობაში აღნიშნული საქმე არავის გამოუძიებია. კი, ჩატარდა რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთებულიყო. შესაბამისად, რეალობა არ არის დადგენილი, ჭეშმარიტება არ არის დადგენილი. გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საქმეში არსებობს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არის ურთიერთგამომრიცხავი. 

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები და ჩვენ ამ ინფორმაციებს ვამოწმებთ. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, არსებობს ინფორმაციები, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „ფორმულასთან“.

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

50 პუბლიკაცია ყველა სტატია