ტრაგედია ბათუმში – ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილს ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:
“ლიზა, ძალიან მატკინე გული. ლიზას წლების უკან ვიცნობდი, ერთად ვმუშაობდით. ულამაზესი, უკეთილშობილესი გოგო იყო, სიცოცხლით სავსე… არ მემეტები მიწისთვის ნამდვილად, მაგრამ იქნებ იმიერში დამშვიდდეს შენი სული,”- წერს გარდაცვლილის ახლობელი.
თანაგრძნობას ვუცხადებთ ლიზას ოჯახსა და ახლობლებს.
ავტორი
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
487 პუბლიკაცია
ყველა სტატია
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



