ძირითად კონტენტზე გადასვლა
ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს  – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი ლოდინის გარეშე დაჯავშნონ.

ახალი სერვისით ასევე ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი უკვე ჩააბარეს, თუმცა მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით ჯერ არ უსარგებლიათ.

ცვლილების მიზანია გამოცდის პროცესის გამარტივება და კანდიდატებისთვის მომსახურების უფრო სწრაფად და მოქნილად ხელმისაწვდომობა“,- ნათქვამია განცხადებაში. 

წყარო: ​primetime.ge/

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

119 პუბლიკაცია ყველა სტატია