ძირითად კონტენტზე გადასვლა
შაბათი, 22 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

22 წლის ცნობილი მომღერალი მანქანაში ჩაცხრილეს

22 წლის მომღერალი დელაროსა (ნამდვილი სახელი მარია დე ლა როსა) ლოს-ანჯელესში გაჩერებულ მანქანაში მოკლეს.

ცნობების თანახმად, 22 ნოემბრის ღამეს ორი შეიარაღებული მამაკაცი მიუახლოვდა მანქანას, რომელშიც მომღერალი და მისი ორი მგზავრი იმყოფებოდნენ და ცეცხლი გახსნეს. მომღერალი ნორთრიჯის საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა ის გარდაცვლილად გამოაცხადეს. მისი თანმხლები პირები მძიმედ დაშავდნენ და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მკვლელობა შესაძლოა ლათინურამერიკული ბანდების საქმიანობას უკავშირდებოდეს. დელაროსა მუსიკალურ კარიერას ახლა იწყებდა – მისი პირველი ცნობილი ალბომი, “No Me Llames”, გასული წლის აგვისტოში გამოვიდა. პოლიცია ამჟამად მოტივის დადგენას ცდილობს, მაგრამ ეჭვმიტანილები კვლავ თავისუფლებაზე არიან.

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

181 პუბლიკაცია ყველა სტატია