“მე-11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის” – რას წერს ეკა ბესელია
“მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებლი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში დედის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“მე-11 დღე დაიწყო ბრძოლის და ლოდინის…დილა იწყება დედასთან შესვლით… გული მიჩერდება ყველა შესვლის წინ, ვიდრე გავიგებ ღამემ როგორ ჩაიარა რეანიმაციაში… ძილის რეჟიმში ჰყავთ…
რომ შევდივარ პირველი მორიგე ექიმს ვუყურებ თვალებში… ვიდრე მეტყვის უნდა მივხვდე …. დედას მშვიდი სახე აქვს… ხელებზე ვეფერები და ველაპარაკები…. მჯერა ესმის… დედას არ შეიძლება შვილის ხმა არ ესმოდეს …. ვუყვები, რომ ყველა ველოდებით … სულ მის ფანჯარასთან ვართ ახლოს… ყველაზე მეტად უხაროდა, როცა ყველა შვილი ერთად ვიკრიბებოდით და 11 დღეა არ ვშორდებით ამ ფანჯარას ….
საავადმყოფოს ეზოს ყველა მიუსაფარი ძაღლი დაბანეს, დავარცხნეს და დააპურეს ჩემმა ძმამ და რძალმა… უვლიან ეს დღეები და ესაუბრებიან… ამბობენ, ეს სითბოც დედასთან მიდისო … მამა გაბრიელის ზეთს ვუსმევ ყოველ დღე… ბერი პაისის ქუდი ჩამობრძნდა და შევახე დედა …. ბერი გაბრიელის ფაჩუჩიც …. ყველგან ლოცულობენ… სასწაულს ველოდები…
სასწაული დედაა თავად სიკეთის და უპირობო სიყვარულის მაგალითი მთელი ცხოვრება ჩვენთვის. არასოდეს არსად მივუტოვებივარ მარტო და არც ახლა არ დაუშვებს რომ არ იყოს ჩვენთან. ველოდებით… ლოცვებში მოიხსენიეთ გულნარა (გულიზარი) და გააძლიერებს” – წერს ეკა ბესელია.
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



