ძირითად კონტენტზე გადასვლა
კვირა, 23 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ზუგდიდში გარდაცვლილ დებზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან 60 წლის ტყუპი დები, ასევე უფროსი და – ნაირა, დალი და ლორიტა როგავები.

ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი შესაძლოა კვებითი ინტოქსიკაცია იყოს.

გამოძიება დაწყებულია 115 მუხლით. 

გააზიარე
ავტორი

Journalist

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

191 პუბლიკაცია ყველა სტატია