„სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ…“ – რა დეტალებია ცნობილი ზუგდიდში, სამი დის გარდაცვალების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ყულიშკარში მომხდარი ტრაგედიის გარშემო სოციალურ ქსელში განხილვები არ წყდება დები როგავების გარდაცვალების გარშემო.
სავარაუდოდ,რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი დები,ბოლოს ისინი ერთ-ერთ მეზობელთან კონტაქტზე 14 აგვისტოს იყვნენ,ხოლო მათი ცხედრები მეზობელმა გუშინ აღმოაჩინა სახლში და 112-ში დარეკა. როგავების სახლიდან მძაფრი სუნი გამოდიოდა.
ტრაგედიის ადგილას, სოფელ ყულიშკარში სამართალდამცველებს საშინელი სურათი დახვდათ. სამივე და: დალი, ნაირა და ლორიტა როგავები სახლში, თავიანთ საწოლში გარდაცვლილები იპოვეს.
შემთხვევის ადგილას მუშაობდნენ კრიმინალისტები, რის შემდეგაც დების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გუშინვე სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის მათი გარდაცვალების მიზეზად კვებითი ინტოქსიკაცია სახელდება.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.
“ნაირა, როგორ მენანებით შენ და შენი დები. ნათელი დაგიმკვიდროთ უფალმა“-წერს ახლობელი ემოციურ პოსტს სოციალურ ქსელში და დები როგავების ახალგაზრდობის ფოტოებს აქვეყნებს. გარდაცვლილი დები პენსიონრები იყვნენ.

Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



