სასტიკი მკვლელობის დეტალები – ყოფილმა პოლიციელმა 38 წლის ქალი, 2 შვილის დედა მოკლა
38 წლის ელინა შენგუნი, ორი შვილის დედა, ანტალიის აეროპორტის ავტოსადგომზე ყოფილმა პოლიციელმა მოკლა. თურქული მედიის ინფორმაციით, 51 წლის ჰუსეინ დურმაზი ქალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემუქრებოდა.
მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ის ელინას სახლში მივიდა, თუმცა ქალი იქ ვერ იპოვა. მეორე დღეს კი სამუშაო ადგილზე – ანტალიის აეროპორტში მიაკითხა.შემთხვევა 21 აგვისტოს, ანტალიის აეროპორტის მეორე ტერმინალის ავტოსადგომზე მოხდა.
თურქული მედიის ცნობით, ჰუსეინ დურმაზი და 38 წლის ელინა შენგუნი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იყვნენ. ელინა ანტალიის აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა და ორი შვილის დედა იყო. თურქული მედია მას ქართული წარმოშობის ქალად მოიხსენიებს, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო. განაგრძეთ კითხვა
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



