ძირითად კონტენტზე გადასვლა
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ცნობილია რა მუხლით დააკავეს ნია იმნაძე – ამ დრომდე ის კლინიკაშია: რას ამბობს ექიმი

მას­წავ­ლე­ბელ გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე წუ­ხელ და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძე ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” წმინ­და მი­ქა­ელ მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

ექი­მე­ბის ცნო­ბით, ნია იმ­ნა­ძეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში “სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა”. ნია იმ­ნა­ძე შე­უძ­ლოდ მა­შინ გახ­და, რო­დე­საც აკა­ვებ­დნენ.
მა­ნამ­დე, ნია იმ­ნა­ძის ად­ვო­კატ­მა გა­ავ­რცე­ლა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ იმ­ნა­ძის სახ­ლთან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ცია და ად­გილ­ზე ხმა­უ­რიც იყო.
არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნია იმ­ნა­ძე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25/117 მუხ­ლი მე­სა­მე “ლ” ქვე­პუნ­ქტით და­ა­კა­ვეს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე ჯგუ­ფუ­რი და­ზი­ა­ნე­ბის წა­ქე­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნია იმ­ნა­ძე გიგა ავა­ლი­ა­ნის ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე და საქ­მე­ზე ერთ-ერთი მთა­ვა­რი მსჯავ­რდე­ბუ­ლის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო.

წყარო: palitravideo.ge

გააზიარე
ავტორი

wp_admin

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები აწესრიგდება რედაქციის მიერ. შეურაცხმყოფელი შინაარსი წაიშლება.

დატოვე კომენტარი