“სავარაუდოდ გურამ დადიანიძე დაბრუნდა თურმე ლომისიდან დაკარგვის შემდგომ და შემდეგ გაუჩინარდა” – რა ახალ დეტალებზე საუბრობს გურამ დადიანიძის საქმეში ახალი მოწმე?
12 წლის წინ გაუჩინარებული 17 წლის მოზარდის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. როგორც გურამ დადიანიძის დედა სოფო ბიბილაშვილი და მისი ადვოკატი აცხადებენ, გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც ამტკიცებს რომ მლეთის ექსკურსიის შემდეგ, მას შემდეგ რაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, მან საკუთარი თვალით იხილა გურამი.
პოლიციის განყოფილება გურამ დადიანიძის დედამ ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც მან “პირველებს“ განუცხადა, მას დაუკავშირდა მოქალაქე, რომელიც ამტკიცებს რომ 12 წლის წინ, როდესაც მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა, მან გურამ დადიანიძე საკუთარი თვალით ნახა მლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული სიახლე სოფო ბიბილაშვილმა საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა. როგორც გურამ დადიანიძის დედა აღნიშნავს, გამოძიებას მასთან ჰქონდა კითხვები გურამის გაუჩინარებულ ნივთებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა, რადგან არ ფლობს.
“ისეთ თემაზე დამიბარეს, რომ აქ მე არ უნდა დავებარებინე, მამიდა უნდა დაებარებინათ. იმიტომ, რომ როცა ბავშვები ექსკურსიიდან დაბრუნდნენ, ნივთები – კერძოდ ხურდა, რომელიც გურიკას ჰქონდა, გადაეცა მამიდას. ეს ამბავი მე არ ვიცოდი.
ძალიან მაინტერესებს ეს ხურდა რატომ მიუტანეს მამიდას. არც ის ვიცი ვინ მიუტანა… გურიკას ჯიბე არ ჰქონდა? გურიკას დაკარგვის მეორე დღეს ხურდები გადაეცა მამიდას,“ – აცხადებს სოფო ბიბილაშვილი.
ადვოკატ ნუცა თოფურიას განცხადებით, მათ ახალი მოწმის შესახებ ყველა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს გადასცეს.
“ახალი მოწმე ესაუბრა ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთს და განაცხადა, რომ სავარაუდოდ გურამ დადიანიძე დაბრუნდა თურმე ლომისიდან დაკარგვის შემდგომ და შემდეგ გაუჩინარდა.
ჩვენ სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი მივაწოდეთ გამოძიებას. იმედი გვაქვს რომ დაიბარებენ და გამოკითხავენ,“ – განაცხადა ადვოკატმა.
ვიდეო: https://youtu.be/m8bH8GX8j78
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



