საშინელი ავარია მოხდა: მანქანა ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა სუსტი გულის პატრონებმა ეს ვიდეო არ ნახოთ
27 წლის ავტოინფლუენსერი James Wehr McLaren-ის უმძიმეს ავარიაში დაიღუპა — გავრცელდა შეჯახების ვიდეო
27 წლის ცნობილი ავტოინფლუენსერი James Wehr და 22 წლის Alexis “Lexi” Kramer კალიფორნიის ქალაქ ირვაინში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ.
შემთხვევა 13 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, 2019 წლის McLaren შუქნიშანთან იყო გაჩერებული, რის შემდეგაც მაღალი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა.
რამდენიმე წამში ავტომობილმა კონტროლი დაკარგა, ბორდიურს შეეჯახა და შემდეგ დიდი სიჩქარით ხეს დაეჯახა.
დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ McLaren ორ ნაწილად გაიყო და ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილში მყოფი ორივე ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
ერთ-ერთი დაღუპული 27 წლის James Wehr იყო — სამხრეთ კალიფორნიის ავტომოყვარულთა საზოგადოებაში კარგად ცნობილი პირი და პოპულარული South OC Cars & Coffee-ის თანადამფუძნებელი.
მეორე მსხვერპლი მოგვიანებით 22 წლის Alexis “Lexi” Kramer-ად იდენტიფიცირდა. ახალგაზრდა ქალი ფლორიდიდან იყო და შემთხვევის დროს კალიფორნიაში იმყოფებოდა.
გავრცელდა ავარიის მომენტის ვიდეო
მედიაში გავრცელებულ ახალ ვიდეოში ჩანს McLaren-ის მოძრაობის ბოლო წამები ტრაგედიამდე.
Dashcam-ის კადრებში ავტომობილი გზაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდება, რის შემდეგაც კონტროლს კარგავს და ხეს ეჯახება. შეჯახებას ძლიერი აფეთქება და ცეცხლი მოჰყვა.
ვიდეო ამერიკულმა გამოცემა TMZ-მ გაავრცელა.
პოლიცია ამ დრომდე იძიებს, კონკრეტულად რა გახდა ავარიის მიზეზი. სამართალდამცავების განცხადებით, მაღალი სიჩქარე სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, თუმცა გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის.
ასევე ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული, ავარიის მომენტში ორი მგზავრიდან რომელი მართავდა McLaren-ს.
James Wehr-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელებში ავტომოყვარულთა საზოგადოების მხრიდან უამრავი სამძიმრისა და გამოსამშვიდობებელი პოსტი მოჰყვა.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ




კომენტარები
კომენტარები აწესრიგდება რედაქციის მიერ. შეურაცხმყოფელი შინაარსი წაიშლება.