ძირითად კონტენტზე გადასვლა
პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

მძიმე ავარია სიღნაღის მუნიციპალიტეტში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში – დაღუპულია ორი ადამიანი.

შემთხვევა სოფელ ნუკრიანთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ფორდის მარკის სატვირთო ავტომობილზე ტვირთის მოთავსების დროს, მას მეორე, მერსედესის მარკის სატვირთო შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ფორდის სატვირთოში მყოფი მგზავრებიდან ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.

დაშავებულები 112-ის ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

გააზიარე
ავტორი

wp_admin

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები აწესრიგდება რედაქციის მიერ. შეურაცხმყოფელი შინაარსი წაიშლება.

დატოვე კომენტარი