ძირითად კონტენტზე გადასვლა
შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
ბრეკინგი
Uncategorized

ახალი და მაგარი ინფორმაცია პენსიონერებისთვის

2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემები იძლევა.

სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს და დღეს, 3 აგვისტოს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის (2025 წლის 4 კვარტალი და 2026 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% 6,2%-ია, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი – აგვისტო 2026 წელი) საშუალო ინფლაცია, დიდი ვარაუდით, იქნება მინიმუმ 5,0 %.

მაშასადამე, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5,5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით ანუ 20 ლარით გაიზრდება), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარი.

გააზიარე
ავტორი

wp_admin

newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარები აწესრიგდება რედაქციის მიერ. შეურაცხმყოფელი შინაარსი წაიშლება.

დატოვე კომენტარი