მოკლული ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს მიმართავს
მოკლული ახალგაზრდის, ნიკო კვარაცხელიას დედა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს მიმართავს:
“გვიგულე გვერდით, აუცილებლად უნდა აღსრულდეს სამართალი, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თამარი ყველას ტკივილია!!!“ – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს.
2020 წლის 18 ივლისს, 23, წლის თამარ ბაჩალიაშვილი დილის 11:00 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ის თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ საქმის გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
Journalist
newss.pro-ის კორესპონდენტი. ავტორის სხვა მასალები ხელმისაწვდომია პროფილის გვერდზე.
მსგავსი სიახლეები
შესაძლოა დაგაინტერესოთ



